ნარკოდანაშაულის საქმეზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე საქართველოში უკანონოდ შემოტანის საქმეზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს წარუდგინეს ბრალი.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ჩინეთის, ს და უკრაინის 3 მოქალაქე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება “მეტამფეტამინს”, “მდმა”-ს, “მეთადონს” და დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება “კეტამინს”. ასევე, უწყებაში ამბობენ, რომ გერმანიის მოქალაქემ საქართველოში უკანონოდ შემოიტანა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება “მდმა”-ს და “კოკაინს”.
დაკავებულებიდან ოთხ პირს ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე წარედგინა, 1 პირს დამატებით წარედგინა ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის საქმეზე.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ