ბიტკოინის ფასი $57 000-იან ნიშნულს გადასცდა – Reuters

დღეს, ბიტკოინმა 2-წლიან მაქსიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტა ერთ-ერთმა მსხვილმა ინვესტორმა იყიდა, ხოლო მისი კონკურენტის, Ether-ის ფასმა, 2022 წლის შემდეგ პირველად, $3 200-ს გადააჭარბა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ბიტკოინი 2 სესიაში 10%-ზე მეტით გაიზარდა. დილით მისი ფასი 57,036 დოლარამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი ნიშნული იყო 2021 წლის ბოლოდან. ეთერიუმის ფასი $3,275-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი ნიშნულია 2022 წლის აპრილის შემდეგ.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კრიპტო ინვესტორმა და პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელმა MicroStrategy-მა გამოაცხადა, რომ კომპანიამ, 155 მილიონი დოლარის ღირებულების, დაახლოებით 3000 ბიტკოინი იყიდა.