თუ ნატოს ჯარები უკრაინაში შევლენ, ნატო-რუსეთის პირდაპირი კონფლიქტი გარდაუვალია — პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თუ ნატოს ჯარები შევლენ უკრაინის ტერიტორიაზე, ეს პირდაპირ კონფლიქტს გამოიწვევს რუსეთსა და ნატოს შორის.
“ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა ალბათობაზე, არამედ [კონფლიქტის] გარდაუვალობაზე” – განაცხადა პესკოვმა.
“ის ფაქტიც, რომ ნატოს ქვეყნების გარკვეული კონტინგენტების ში გაგზავნის შესაძლებლობა განიხილება, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, ახალი ელემენტი,” – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
დიმიტრი პესკოვმა დასძინა, რომ ნატოს სხვა ქვეყნები “ინარჩუნებენ საკმაოდ ფხიზელ შეფასებას მსგავსი ქმედებების პოტენციური საშიშროების გათვალისწინებით”, ვინაიდან პირდაპირი კონფლიქტი რუსეთთან მათ ინტერესებში არ შედის.
პესკოვის კომენტარი სამშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტის ს განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინაში ევროპული ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ