სახალხო დამცველი მიესალმება პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან პროკურორების მიერ ჩადენილ გარკვეული დანაშაულების გამოძიებასაც ითვალისწინებს

სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ინიციირებას, რომელიც პროკურორების მიერ ჩადენილ გარკვეულ დანაშაულებზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის გავრცელებას ითვალისწინებს.
სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, 2022 წელს, სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ, ეუთო/ოდირის დასკვნაში, სხვა საკითხებთან ერთად, აღინიშნა, რომ გაუგებარი იყო, თუ რატომ გამოირიცხა პროკურორების მიერ მკვლელობის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების, ძალადობის, გაუპატიურების და ტრეფიკინგის, მუქარის სავარაუდო ფაქტების გამოძიება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კომპეტენციიდან, მაშინ როდესაც, საგამოძიებო უწყების მანდატი სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ ანალოგიურ დანაშაულებს ფარავდა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ეფექტიანი გამოძიების წარმართვისთვის საკმარისი გარანტირების უზრუნველყოფის საკითხზე, სადაც ხსენებული ცვლილების საჭიროებაზეც იყო ხაზგასმა.
„სახალხო დამცველი დადებითად აფასებს დაგეგმილ ცვლილებას და იმედოვნებს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ხსენებულ კანონპროექტს. ამავდროულად, მოუწოდებს პარლამენტს, გაითვალისწინოს სახალხო დამცველისა და ეუთო/ოდირის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართული სხვა რეკომენდაციებიც“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ