„საქართველო და იტალია ერთად უკეთესი კვების მრეწველობისთვის“ – ღონისძიება 28 თებერვალს გაიმართება

ღონისძიება „საქართველო და იტალია ერთად უკეთესი კვების მრეწველობისთვის“ რომელიც ორგანიზებულია იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) მიერ, საქართველოში იტალიის საელჩოსთან, იტალიურ ასოციაცია Assofoodtec/ANIMA Confindustria-სა და FederUNACOMA-სთან და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან (GEA) თანამშრომლობით, გაიმართება 2024 წლის 28 თებერვალს.
იტალიის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სფეროში იდეებისა და გამოცდილების გაზიარება, იტალიური ინოვაციების პოპულარიზაცია და ახალი საქმიანი კავშირების დამყარება.
„ღონისძიებას გახსნის იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო, ITA-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ანდრეა მაკანიკო და GEA-ს პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის) და სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დარგებში მომუშავე ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები.
იტალია, რომელიც ამ დარგებში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება უმსხვილესი იტალიური კომპანიებით, რომლებიც აწარმოებენ სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მანქანა-დანადგარებს, საბაღე ინვენტარსა და მოწყობილობებს, რძის პროდუქტებისა და ტკბილეულის წარმოებისთვის აუცილებელ და ასევე, კვების მრეწველობისათვის საჭირო შემფუთველ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს.
ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია ქართული და იტალიური სამეწარმეო ასოციაციების პრეზენტაციები და შეხვედრები “B2B” ფორმატში.
ღონისძიება გაიმართება 2024 წლის 28 თებერვალს (დასაწყისი: 11:00სთ) სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში. ღონისძიების დაწყებამდე (10:20სთ-ზე) ჩატარდება პრეს-კონფერენცია იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონოს, ITA-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ანდრეა მაკანიკოსა და GEA-ს პრეზიდენტი ელგუჯა მელაძის მონაწილეობით,“ – აღნიშნულია განხადებაში