ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონეები ფულად კომპენსაციას მიიღებენ

ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონეები ფულად კომპენსაციას მიიღებენ
ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპენსაცია გაიცემა ჯილეხის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში.
„კომპენსაციის მიღებას შეძლებენ ის პირები, რომელთა პირუტყვიც იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნით და აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS);
კომპენსაციის მიღება შეეძლებათ იმ პირებს, რომლებსაც უარი არ აქვთ ნათქვამი ცხოველის ვაქცინაცია/რევაქცინაციაზე. ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია, ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
კომპენსაცია არ გაიცემა, თუ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ცხოველის ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია/რევაქცინაცია) პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა ცხოველის ვაქცინაციაზე და არსებობს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული ჩანაწერი პასუხისმგებელი პირის მხრიდან უარის განცხადების თაობაზე. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს და გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო.
გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია იღებს ჯილეხით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში.
კომპენსაციის ახალი წესის ამოქმედება შესაძლებელი გახდა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი მუშაობის შედეგად. NAITS-ის ფინანსური მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC).
კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ წესი 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა (საქართველოს მთავრობის №332 დადგენილება). დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე – 1501. დაავადება ჯილეხის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩიაშვილის არცერთმა უკანონო ქმედებამ არ გაამართლა და ახლა დარჩათ ბოლო გზა, რა მარტივი ყოფილა ამ ეპოქაში დიდი ფულის მოპარვა და შემდეგ მისი ,,დაკრიშვა” – ვინც გენდობა გადააგდე, იპოვე ჯინ შაჰინისნაირი ყველაფერზე წამსვლელი და ეგაა, გმირიც გამომცხვარია

ქალბატონმა შაჰინმა სხვისი ქონების მიმთვისებელი, ფულის გამთეთრებელი და საზღვრის უკანონო დამრღვევი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლად შერაცხა. გიორგი ბაჩიაშვილის ხსნება ჯინ შაჰინისგან კი იმას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი მათი აგენტია

სენატორი ჯინ შაჰინი იმის მაგივრად, რომ აღფრთოვანებას გამოხატავდეს ქართული ხელისუფლების მიერ კანონის აღსრულებას უმაღლესი სტანდარტების გამო, ბრალდებულს აპრიორი იცავს – გიორგი ბაჩიაშვილი მათი აგენტია, შესაბამისად, მას დაცვა-პატრონობა სჭირდება