ვიქტორ ორბანი: უკრაინა ევროკავშირისგან სინათლის წლებითაა დაშორებული

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით დაპირების გაცემა შეცდომაა და რომ უკრაინა ამისთვის მზად არ არის.

მედიის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უახლოეს თვეებში სერიოზული პოლიტიკური ბატალიებია მოსალოდნელი, მათ შორის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით და ასევე „მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უკრაინისათვის მიცემული მცდარი დაპირების გამოსწორებასთან“ დაკავშირებით

„უკრაინა ახლა სინათლის წლებითაა დაშორებულია ევროკავშირისგან“, – აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, უნგრეთმა არ უნდა დატოვოს ევროკავშირი, არამედ უნდა შეცვალოს იგი, რადგან, მისი მტკიცებით, რადიკალური ცვლილებების გარეშე ევროკავშირი უბრალოდ დაიშლება.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია ჩხრეკს – ასევე, ერთ პირს პირბადის, მეორეს კი ჩაფხუტის ტარების გამო, სავარაუდოდ, სამართადარღვევის ოქმები შეუდგინეს

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა