ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს იარაღით სავსე 6 700 კონტეინერი გაუგზავნა – სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი, შინ ვონ-სიკი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე, დაახლოებით, 6 700 კონტეინერი გაუგზავნა, უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდასაჭრად.
როგორც შინ ვონ-სიკი ამბობს, კონტეინერებს 3 მილიონზე მეტი 152 მმ კალიბრის ან 500 ათასი 122 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვის გადატანა შეუძლია.
“შეიძლება ითქვას, რომ სულ მცირე რამდენიმე მილიონი ჭურვი გაიგზავნა,” – აღნიშნა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, საარტილერიო ჭურვების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეამ სგან საკვებით სავსე 9 000 კონტეინერი მიიღო.
როგორც შინ ვონ-სიკი ამბობს, ჩრდილოეთ კორეაში იარაღის მწარმოებელი ქარხნები, მასალისა და ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო, თავიანთი სიმძლავრის დაახლოებით 30%-ით მუშაობს, მაგრამ ის ქარხნები, რომლებიც რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვებს აწარმოებენ, სრული დატვირთვით მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ