პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერები აცხადებენ, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავენ

პოლონეთი თავისი ჯარების ში გაგზავნას არ გეგმავს, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„პოლონეთი არ გეგმავს თავისი ჯარების უკრაინაში გაგზავნას. მიმაჩნია, რომ დღეს მომავალზე სპეკულირება არ უნდა მოვახდინოთ არც იმაზე, იქნება თუ არა გარემოებები, რომლებიც ამ პოზიციის შეცვლას გამოიწვევს. დღეს ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას სამხედრო ძალისხმევაში“, – აღნიშნა ტუსკმა ში, ვიშეგრადის ჯგუფის სამიტზე.
იგივე პოზიცია გააჟღერა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამაც.
„დარწმუნებული ვარ, რომ უნდა განვავითაროთ უკრაინის მხარდაჭერის გზები, რომელიც ს აგრესიის შემდეგ დავიწყეთ. მიმაჩნია, რომ არ გვჭირდება სხვა მეთოდების ან გზების გახსნა,” – განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა და დასძინა, რომ ამჟამად ყურადღება გამახვილებულია უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარებაზე და ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე.
ამასთან, ს პრემიერის, რობერტ ფიცოს განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინაში იარაღსა და ჯარისკაცებს არ გაგზავნის.
„შემიძლია დავადასტურო, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან უკრაინაში თავიანთი ჯარისკაცები გაგზავნონ, არიან ქვეყნები, რომლებიც ამბობენ არასოდეს – სლოვაკეთი ერთ-ერთი მათგანია. ჩვენ არ გავაგზავნით იარაღს უკრაინაში, წავა სლოვაკი ჯარისკაცი უკრაინაში არასდროს წავა“, – აღნიშნა ფიცომ.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოკავშირეებს შორის კონსენსუსი, ჯერჯერობით, არ არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა