ისრაელი უკრაინას სარაკეტო თავდასხმის წინასწარი გაფრთხილების სისტემებს გადასცემს

ისრაელი გეგმავს, უკრაინას სარაკეტო და დრონების იერიშის წინასწარი გაფრთხილების სისტემები გადასცეს, განაცხადა 26 თებერვალს გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა.
„ისრაელი მუშაობს უკრაინისთვის წინასწარი გაფრთხილების სისტემების გადაცემაზე, რათა გადავარჩინოთ მშვიდობიანი მოქალაქეები რუსეთის თავდასხმებისგან. მოგვიწია, ამ სფეროში ექსპერტები გავმხდარიყავით, და მზად ვართ, გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა უკრაინელ მეგობრებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ“, – ციტირებს ელჩს უკრაინული „ინტერფაქსი“.
ისრაელი, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სიფრთხილეს იჩენდა და უკრაინას ან ჰუმანიტარულად ეხმარებოდა, ან მხოლოდ თავდაცვით იარაღს უგზავნიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ