საფრანგეთის პრემიერი – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომი ვერ მოიგოს – ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ გამორიცხული არაფერია

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის განცხადებით, ში ს გამარჯვების თავიდან ასაცილებლად დასავლეთის მცდელობებთან დაკავშირებით ყველაფერი განიხილება.
მისი განმარტებით, უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ „ომში ვერაფერს გამოვრიცხავთ“.
„ვერანაირ დინამიკას ვერ გამოვრიცხავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა ეს ომი ვერ მოიგოს“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ