გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას – პუტინი

გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას – ამის შესახებ პუტინმა სპეციალური ოპერაციების ძალების დღის აღსანიშნავად გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.
მისი მტკიცებით, ეს ს არმიის გასაძლიერებლად მთავარი პრიორიტეტი.
„ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას, მათი მობილურობისა და დარტყმის პოტენციალის გაზრდას და ახალი თაობის იარაღითა და აღჭურვილობით შეიარაღებას“
მან განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა უკრაინის ომში მონაწილეებისთვის.
„სპეციალური ოპერაციების ძალებმა პრაქტიკაში დაამტკიცეს, რომ მზად არიან დაიცვან სამშობლო პირველივე ბრძანებით, დაიცვათ რუსეთის ეროვნული ინტერესები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თქვენ დაიცავით სა და სევასტოპოლის მოსახლეობა ნაციონალისტებისა და სადამსჯელო ძალებისგან, ბრწყინვალედ შეასრულეთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მისია სირიაში და დღეს თქვენ აჩვენებთ გმირობისა და გამბედაობის მაგალითებს ნეონაცისტებთან ბრძოლაში“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთი სპეციალური ოპერაციების ძალების დღეს 2015 წლიდან აღნიშნავს.