მშობლის თქმით, პირველკლასელ შვილს თანაკლასელებმა სკოლაში სცემეს – გამოძიება დაწყებულია

მშობელი ამბობს, რომ ბათუმში, ერთერთ სკოლაში მის პირველკლასელ შვილს თანაკლასელებმა ტანსაცმელი გახადეს და მასზე იძალადეს.
მშობლის თქმით, შვილი სკოლიდან სახლში ჩალურჯებებითა და ფიზიკური დაზიანებებით მივიდა. ის აცხადებს, რომ ბულინგის და ფიზიკური ძალადობის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ იცოდა, თუმცა, შემთხვევაზე დირექტორს რეაგირება არ ჰქონია. მშობელი ამბობს, რომ მისი შვილი თანაკლასელების მხრიდან ბულინგისა და ძალადობის მსხვერპლი მუდმივად იყო.
სკოლაში მომხდარს უარყოფენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების თქმით, საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”