თბილისი-ს მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა

თბილისი-ს მატარებელი გორში, სოფელ ხიდისთავში, ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა 26 თებერვალს, საღამოს საათებში მოხდა.
როგორც თვითმხილველებმა „მთავარ არხს“ განუცხადეს, უბედურ შემთხვევამდე მათ გაიგეს მატარებლის საყვირის ხმა, შემდეგ მატარებელიც გაჩერდა. როგორც ამბობენ, მალევე გაიგეს, რომ ტრანსპორტი ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, რომელიც კიდევ 2 ადამიანთან ერთად გადაადგილდებოდა. ისინი უვნებლად გადარჩნენ.
დაწყებულია გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა