ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში ხუთსართულიანი კორპუსის სხვენში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუირება გახდა საჭირო. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მაშველი-მეხანძრეები არიან მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რამ გამოიწვია ხანძარი, უცნობია.