ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ უეკიპაჟო ხომალდები, ფრთოსანი რაკეტები და დრონი გაანადგურეს

აშშ-ის არმიის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ სამი უეკიპაჟო ხომალდი და ორი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს, რომლებიც იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან წითელი ზღვისკენ გასაშვებად იყო მომზადებული.
ცენტრალურ სარდლობის ინფორმაციით, მათ ასევე გაანადგურეს დრონი წითელი ზღვის თავზე.
„ყველა აღნიშნული იარაღი წარმოადგენდა გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში სავაჭრო გემებისთვის და -ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებისთვის”, – ნათქვამია აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.