მოლდოვა უარყოფს ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი რუსული დრონი უკრაინაში მოლდოვის ტერიტორიიდან მოხვდა

მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უკრაინას თავს დაესხა, მოლდოვიდან გაფრინდა.
„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაშვებულ არც ერთ უპილოტო საფრენ აპარატს მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში არ გადაუფრენია. უკრაინულმა მხარემ დაგვიდასტურა, რომ ოდესის ოლქის თავზე გაშვებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, ან ჩაახშო“, – აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 26 თებერვალს განაცხადა, რომ მოლდოვას საზღვრიდან ხმელნიცკის მიმართულებით ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატები მიემართებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – თბილისის შემოვლითი გზა 2030 წელს დასრულდება, სამტრედიის ხიდი – 2028 წლისთვის, გრიგოლეთის დარჩენილი, 6 კმ-იანი მონაკვეთი – ზაფხულის ბოლომდე, ხოლო ქობულეთის დარჩენილი 3 კმ – 2026 წლის ბოლომდე

ირაკლი კობახიძე – თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია! შემიძლია შევთავაზო ოპონენტებს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ბოლო ერთი წლის პერიოდიდან