ბრიტანელი ფინანსისტი ჯეიკობ როტშილდი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტანელი საინვესტიციო ბანკირი, ბიზნესმენი, მეწარმე და ქველმოქმედი, ლორდი ჯეიკობ როტშილდი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯეიკობ როტშილდს დაკრძალავენ ებრაული წესით, მცირე ოჯახური ცერემონიით.
როტშილდმა განათლება მიიღო იტონის კოლეჯში, შემდეგ ისტორიას სწავლობდა ქრისტეს ეკლესიაში, ოქსფორდში.
ცნობილი ბრიტანული საბანკო დინასტიის შთამომავალი უნივერსიტეტის შემდეგ შეუერთდა NM Rothschild-ს. ბანკმა NM Rothschild-მა პოპულარობა 1815 წელს მოიპოვა, როდესაც ნათან მაიერ როტშილდმა დიდი ქონება შეიძინა ბრიტანეთის სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვით, ნაპოლეონის ვატერლოოს ომში დამარცხების მოლოდინში.
1963 წლიდან როტშილდი მუშაობდა საოჯახო ბანკში N M Rothschild & Sons ლონდონში, 1980 წელს ოჯახური დავის გამო თანამდებობის დატოვებამდე.
1980 წელს, ბანკიდან გადადგომის შემდეგ, როტშილდმა 1991 წელს სერ მარკ ვაინბერგთან ერთად დააარსა J. Rothschild Assurance Group (ახლანდელი St. James’s Place plc).
როტშილდი იყო RIT Capital Partners plc-ის თავმჯდომარე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე კვოტირებული ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ტრასტის, რომლის წმინდა აქტივების ღირებულება დაახლოებით ორ მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. როტშილდი დაინიშნა სამეფო ვიქტორიანული ორდენის (CVO) მეთაურად 2020 წლის საახალწლო საპატიო ცერემონიალზე კორნუოლის საჰერცოგოსთვის გაწეული სამსახურისთვის.
ჯეიკობ როტშილდმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხელოვნებასა და ქველმოქმედებაში, მათ შორის როგორც ეროვნული გალერეის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ 1985-1991 წლებში და 1992-1998 წლებში ეროვნული მემკვიდრეობის მემორიალური ფონდის თავმჯდომარემ, რომელიც აკონტროლებდა მემკვიდრეობის სექტორში 1.2 მილიარდი ფუნტის გრანტების განაწილებას. ჯეიკობ როტშილდმა აქტიური როლი შეასრულა ლონდონში ნეოკლასიკური ღირსშესანიშნაობის, „სომერსეტ ჰაუსის“ აღდგენის საქმეში და 2002 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, რომელიც აღიარებს გამორჩეულ სამსახურს ხელოვნების, ლიტერატურის, განათლების და მეცნიერების სფეროში.
ამავდროულად, როტშილდი 1989 წლიდან 2018 წლამდე მუშობდა ისრაელში „იად ჰანადივის“ საოჯახო ფონდის თავმჯდომარედ.
როტშილდების საბანკო დინასტია სათავეს იღებს მე-18 საუკუნის ფრანკფურტში, საიდანაც ოჯახის სხვადასხვა წევრი გადავიდა ევროპის ქალაქებში საბანკო ბიზნესის ასაშენებლად.