გორთან მამაკაცს მატარებელი დაეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავთან მოქალაქეს მატარებელი დაეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილია 34 წლის კაცი. შემთხვევა 26 თებერვლის საღამოს მოხდა.
როგორც ხიდისთაველები ჰყვებიან, მათ დაინახეს სამი კაცი, რომელიც ლიანდაგებს შორის მოძრაობდა. მატარებლის გამოჩენისას ორმა რელსებიდან გადასვლა მოასწრო, ერთს კი თბილისი –ს მატარებელი დაეჯახა. მათივე განმარტებით, რკინიგზაზე მოძრავი კაცები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ.
მატარებელი ადგილზე გაჩერდა. თავიდან, დახმარება მემანქანეებმა სცადეს. მოგვიანებით, ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდა, თუმცა 34 წლის კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე -მ გამოძიება 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა