სამხრეთ კორეა რუსეთსა და ბელარუსში საქონლის ექსპორტზე კონტროლს გაამკაცრებს

სამხრეთ კორეა გააძლიერებს კონტროლს იმ საქონლის ექსპორტზე, რომელთა სთვის და ბელარუსისთვის მიყიდვა სანქციებით აკრძალულია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
სამხრეთ კორეა შეეცდება ექსპორტიორებს აცნობოს კონტროლირებადი პროდუქციის განახლებული სიის შესახებ, რათა თავიდან აიცილოს სანქცირებული ექსპორტი.
გასულ კვირას სამხრეთ კორეამ დაამატა 682 ნივთი რეალური ან პოტენციური სამხედრო გამოყენებისთვის რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტის აკრძალული საქონლის სიაში.
ჯამში აკრძალული საექსპორტო საქონლის სიაში პროდუქციის საერთო რაოდენობა 1 159-მდე გაიზარდა.