საქართველოს კინოთეატრებში კოტე კალანდაძის “დრამერი” გამოვიდა

16 ნოემბერს საქართველოს კინოთეატრებში კოტე კალანდაძის მხატვრული დრამა დრამერი გამოვიდა.
ფილმის მთავარი გმირი როკ ბენდის ახალგაზრდა დრამერია, რომელიც ნარკომოვაჭრეებისა და კორუმპირებული პოლიციელების დაპირისპირების შუაგულში აღმოჩნდება.
დრამერში ლაშა ცქვიტინიძე, ნატა სოფრომაძე, ლუკა კალანდაძე, ასევე ცნობილი ქართველი მუსიკოსი გოგი ძოძუაშვილი თამაშობენ.
კოტე კალანდაძე ქართველი მუსიკოსი, რეჟისორი და სცენარისტია. მუსიკალური კარიერა 1995 წელს დაიწყო, უკრავდა ბენდებში ამორალი და კოტრაბანდა, იყო ჯგუფ Небо СССР-ს ვოკალისტი, მოგვიანებით გახდა პროექტ Lady Heroine-ს დამფუძნებელი და წევრი. გადაღებული აქვს ფილმები: Teen Spirit, მკვდარი სულების არდადეგები.

ასევე დაგაინტერესებთ

მწერალი ალექ ჩიღვინაძე: „0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!