იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ, ხუთშაბათს დაამტკიცა კანონი, რომელიც კრძალავს ლაბორატორიებში მოყვანილი საკვების გამოყენებას, ამის შესახებ სააგენტო ANSA-ზე დაყრდნობით წერს.
„ლაბორატორიული ხორცის“ წინააღმდეგ მიმართულ კანონს, როგორც ამას მედია უწოდებს, მხარი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის 159 დეპუტატი დაუჭირა, წინააღმდეგი კი 53 იყო. ვინაიდან იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა უკვე დაამტკიცა ინიციატივა, ის ძალაში შედის.
კანონი, რომელიც ინიცირებულია იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრის ფრანჩესკო ლოლობრიჯისა და ჯანდაცვის მინისტრის ორაზიო შილაჩის მიერ, კრძალავს “უჯრედული კულტურებიდან მოყვანილი საკვების” წარმოებას, მოხმარებას და განვითარებას.
კანონის დარღვევა ითვალისწინებს 150 ათას ევრომდე ჯარიმას და სამართალდამრღვევად ცნობილი საწარმოების იძულებით დახურვას. მათ ასევე შეიძლება აეკრძალოთ სახელმწიფო დაფინანსების მიღება სამ წლამდე.
კანონპროექტი იტალიის მემარჯვენე მთავრობამ წარადგინა, როგორც ნაბიჯი ეროვნული მწარმოებლებისა და ტრადიციების დასაცავად.
ამასთან იტალიის ცენტრისტული და მემარცხენე ოპოზიცია აცხადებს, რომ ასეთი ცალმხრივი აკრძალვა, რომელიც ევროპის ტერიტორიაზე პირველია, ეწინააღმდეგება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკას და შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს სინთეზური საკვების საკითხს.
ლაბორატორიული ხორცი ამ დროისთვის ლეგალურია სინგაპურსა და აშშ-ში. ევროკავშირს ჯერ არ მიუცია მწვანე შუქი ლაბორატორიაში მოყვანილ ხორცზე. როდესაც ეს მოხდება, იტალიის კანონმდებლობა შეიძლება გასაჩივრდეს ევროკომისიის მიერ.
კანონპროექტი დაგმო ღეროვანი უჯრედების მკვლევარმა და იტალიის სენატის უვადო წევრმა, პროფესორმა ელენა კატანეომ, რომლის თანახმად, ლაბორატორიული ხორცის ოპონენტებმა თავიანთი პოზიციის დასაცავად ინფანტილური და პოპულისტური „საშინელებათა ისტორიის“ არგუმენტები წარმოადგინეს. მისი თქმით, არაფერია სინთეზური ლაბორატორიაში მოყვანილ ხორცში არაა, რადგან ის იქმნება ბუნებრივი უჯრედების ზრდის შედეგად გენეტიკური მოდიფიკაციის გარეშე.
კანონი მკვეთრად გააკრიტიკეს ცხოველთა უფლებების დამცველებმა და გარემოსდაცვითმა აქტივისტებმა, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ ლაბორატორიული ხორცი პოტენციურად მნიშვნელოვანი დახმარებაა ნახშირორჟანგის გამოყოფის შესამცირებლად. კანონს ეწინააღმდეგებოდნენ ცხოველთა დაცვის ჯგუფები და ასოციაციები, რომლებიც მხარს უჭერენ „უჯრედული“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების განვითარებას და ამტკიცებდნენ, რომ კანონი ხაზს გადაუსვამს იტალიელი მკვლევრების პროგრესს ამ სფეროში.