ლონდონის ბირჟაზე საქართველოს ბანკის აქციების ფასი 22.8%-ით, Georgia Capital-ის კი 17.5%-ით გაძვირდა

Galt&Taggart-ის 19 – 25 თებერვლის კვირის მიმოხილვის მიხედვით, ლონდონის ბირჟაზე ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა.
ს ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 45.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +15.01% წინა კვირასთან შედარებით და +22.75% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 413 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.85 – 47.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 41 ათასი აქცია შეადგინა.
ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.01% წინა კვირასთან შედარებით და +6.82% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 122 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.15 – 30.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 25 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 12.36 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +9.77% წინა კვირასთან შედარებით და +17.49% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 729 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.24 – 12.52 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 79 ათასი აქცია შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირება და NGO-ების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა – მაკკეინის ინსტიტუტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება გამოაქვეყნა