ოლაფ შოლცი ვლადიმირ პუტინთან საუბარს გეგმავს

გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარს გეგმავს – ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა. “მასთან საუბარს ვაპირებ,”- თქვა კანცლერმა, თუმცა აღნიშნა, რომ საუბრის თარიღი ჩანიშნული არ არის.
შოლცის თქმით, ის არ ელოდება საუბრის რაიმე შეთანხმებით დასრულებას. გერმანიის კანცლერმა ისიც აღნიშნა რომ, ამ მომენტისთვის, პუტინი არ აჩვენებს ნიშნებს “რომ რამეში ჩარევას აპირებდეს”.
შოლცის თქმით, პუტინთან საუბრისას ვერ ისარგებლებ პრინციპით: “წავალ, ვიღაცასთან ყავას დავლევ და, საბოლოო ჯამში, შეთანხმებამდე მივალთ”. გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, პირველი ნაბიჯი გადადგას უკრაინასთან ომში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებისკენ და აღნიშნა, რომ “მან ჯარები უნდა გაიყვანოს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე – ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ- სააკაშვილის გამოსწორება არ იქნება