ამიტომ მოკლა პუტინმა ნავალნი ახლა – პევჩიხის სკანდალური განცხადება

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი, მარია პევჩიხი ამტკიცებს, რომ მოკლეს, რათა თავიდან აეცილებინათ მისი გაცვლა FSB-ს ოფიცერზე, ვადიმ კრასიკოვზე, რომელიც ბერლინში მკვლელობაშია მსჯავრდებული.
როგორც ის ვიდეომიმართვაში ყვება, 15 თებერვალს მან მიიღო დადასტურება იმაზე, რომ მოლაპარაკებები ფინალურ სტადიაზეა. მეორე დღე კი ნავალნის სიკვდილის შესახებ განაცხადეს.
“ამ ისტორიას გიყვებით, რათა პასუხი გქონდეთ კითხვაზე, რატომ მოკლეს ნავალნი ახლა. პუტინს ნათლად გააგებინეს: კრასიკოვის მიღების ერთადერთი საშუალება – ნავალნიზე მისი გაცვლაა”, – ამბობს მარინა პევჩიხი.
პევჩიხი ამბობს, რომ ნავალნის კრასიკოვზე გაცვლის იდეა ვლადიმირ პუტინს ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა მიიტანა.
პევჩიხი ვარაუდობს, რომ პუტინს ნავალნი იმდენად სძულდა, რომ საკუთარი თავის და რაციონალური ინტერესების საზიანოდ იმოქმედა.
რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც მათ, მისივე თქმით, მოლაპარაკებებში დაეხმარნენ, ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათი ვინაობის გამხელაზე ნებართვა არ მიუღიათ.
ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) ოფიცრად მიიჩნევა, ბერლინში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მას 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის პარკში საქართველოს მოქალაქის, თორნიკე (ზელიმხან) ხანგოშვილის მკვლელობას ედავებიან. გერმანიის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის კვალს ხედავს, თუმცა მოსკოვი კავშირს უარყოფს.
იმის შესახებ, რომ ნავალნი შეიძლება კრასიკოვზე გაეცვალათ, გერმანულმა ტაბლოიდმა Bild-მა 18 თებერვალს დაწერა. გამოცემა წერდა, რომ მოლაპარაკებებში მოსკოვი, ვაშინგტონი და ბერლინი მონაწილეობდნენ.
თვითონ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტ, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს, 8 თებერვალს, მიანიშნა, რომ მზადაა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვი კრასიკოვზე გაცვლაზე. თუმცა, ამ კონტექსტში მას ნავალნი არ უხსენებია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე