ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, კიევში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლაი დენკოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
„დღეს, როგორც ყოველთვის, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლაი დენკოვთან, ჩვენ პროდუქტიული და ძალიან კონკრეტული მოლაპარაკებები გავმართეთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიკოლაი დენკოვს შავი ზღვისა და დუნაის რეგიონში სავაჭრო გზების გაფართოებისა და ნორმალური ნავიგაციის აღდგენის პროცესში უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ დროსაც კი, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენ ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველყოფა მოვახერხოთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”