ხოფას ბაზრობაზე ხანძარია

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ხანძარია. ცეცხლი ე.წ. ხოფის ბაზრობაზე მდებარე ერთ-ერთ ავტონაწილების სასაწყობე ნაგებობას გაუჩნდა. ტერიტორიაზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფი.
რამ გამოიწვია ხანძარი და სხვა დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.