ენმ სამტრედიაში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

სამტრედიაში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, და ს პირადი წარმომადგენელი, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეებს შეხვდნენ და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
“ათასობით ჩვენი მოქალაქე, ფაქტობრივად, რიგში დგას, რომ ხელი მოაწეროს სააკაშვილის გათავისუფლებას და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მინიმალურად სამართლიანი რომ იყოს და შეჯიბრობითობის პრინციპი იყოს დაცული, მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. მათ შორის, საზოგადოება ითხოვს ამას.
ჩვენ ვაპირებთ 100 000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვებას და მიმართვას პრეზიდენტ სთვის”, – ამბობს ხაბეიშვილი.
16 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
როგორც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, 3 მარტს შეგროვებულ ხელმოწერებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.