სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ნავალნი ხანგოშვილის მკვლელში უნდა გაეცვალათ — ნავალნის გუნდი

რუსი ოპოზიციონერი , რომელიც ციხეში 16 თებერვალს დაიღუპა, უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] ოფიცერში, ვადიმ კრასიკოვში უნდა გაეცვალათ. კასიკოვი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიის ციხეში იხდის სასჯელს.
ინფორმაცია შესაძლო გაცვლის შესახებ მარია პევჩიხმა, ნავალნის ერთ-ერთმა უახლოესმა თანამოაზრემ გაავრცელა. როგორც ის ამბობს, გაცვლა იგეგმებოდა ნავალნის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.
„მედუზას“ ცნობით, პევჩიხმა თქვა, რომ 15 თებერვლის საღამოს მიიღო დასტური, რომ ფინალურ სტადიაზეა მოლაპარაკებები ნავალნისა და კრასიკოვის გაცვლაზე. პევჩიხის განცხადებითვე, პუტინამდე ნავალნის კრასიკოვში გაცვლის წინადადება ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა მიიტანა.
ვადიმ კრასიკოვი ბერლინში, 2019 წელს დააკავეს. იგი დამნაშავედ ცნეს საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში. ხანგოშვილი ჩეჩნეთის მეორე ომში ს წინააღმდეგ იბრძოდა.
ვლადიმერ პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ სურს კრასიკოვი რუსეთში დააბრუნოს. ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა მინიშნება ამის შესახებ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ