პაველ ჰერჩინსკი – ჩემი ოცნებაა, ევროინტეგრაციის საკითხზე ვნახო ერთიანობა არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაში, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ელიტებს შორის

ჩემი ოცნებაა, რომ ევროინტეგრაციის საკითხზე ვნახო ერთიანობა არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაში, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ელიტებს შორის, ვიმედოვნებ, რომ გვექნება სიტუაცია, სადაც ყველა ერთ ხმაზე საუბრობს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ყველა დემოკრატიული ქვეყნის მსგავსად, ადამიანებს აქვთ განსხვავებული მოსაზრება სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ ამ საკითხზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გვექნება სიტუაცია, სადაც ყველა ერთ ხმაზე საუბრობს – მთავრობა არის ინკლუზიური, ოპოზიცია მუშაობს მთავრობასთან კონსტრუქციულად და არსებობს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ჩართულობა. ეს არის კოლექტიური ძალისხმევა, ეს არის მონუმენტური ამოცანა, ეს არის ისტორიული მომენტი და ეს მოითხოვს ერთობას, ყველას ერთი მიმართულებით მუშაობას“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია