უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსეთი ჩამოგდებული А-50-ის ნაცვლად მზვერავი დრონების გამოყენებას ცდილობს

რუსეთის არმია სამხრეთ ში ცდილობს სადაზვერვო დრონებით შეცვალოს დაკარგული მზვერავი თვითმფრინავი А-50, განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის დაცვის ძალების სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა.
ს თვითმფრინავი-რადარი А-50 23 თებერვალს ჩამოაგდეს კრასნოდარის ოლქში. მანამდე 40 დღით ადრე რუსეთმა კიდევ ერთი ასეთი თვითმფრინავი დაკარგა. როგორც BBC იტყობინება, მთლიანობაში რუსეთს ათზე ნაკლები ასეთი თვითმფრინავი ჰყავს და მათ აღარ აწარმოებს.
ჰუმენიუკის თქმით, ამჟამად რუსეთის მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატების აქტიურობა ძალზე მაღალია, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ასზე მეტი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.
„ისინი ცდილობენ იმ ინფორმაციის შეგროვებას, რომელსაც უკვე ვეღარ გადასცემს А-50. და სწორედ ამიტომ ვხედავთ ტაქტიკური ავიაციის არასპეციფიკურ აქტიურობას, რომელიც უფრო შავი ზღვის აკვატორიაშია და შესაბამისი ოპერატიული მონაცემების შეგროვებაზე ახდენს ძალისხმევის კონცენტრირებას,“ თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა.