პაველ ჰერჩინსკი – ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ბრძოლა უცხოური მანიპულაციის წინააღმდეგ არის ნომერი პირველი ნაბიჯი – განსაკუთრებით დეზინფორმაცია, რომლის სამიზნეც ევროკავშირი და ზოგადად, დასავლეთია

ჩვენ ველით საქართველოსგან, ისევე როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებელი თანხვედრის ეს მაჩვენებელი 100 პროცენტთან რაც შეიძლება მიახლოებული იქნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.
„ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ბროლა უცხოური მანიპულაციის წინააღმდეგ არის ნომერი პირველი ნაბიჯი, განსაკუთრებით დეზინფორმაცია, რომლის სამიზნეც ევროკავშირი და ზოგადად, დასავლეთია. ჩვენ ამ კუთხით ვხედავთ გარკვეულ გაუმჯობესებას მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო ევროკავშირის მხრიდან. მაგრამ წელს, როდესაც საქართველოში, ისევე როგორც ევროკავშირში, არჩევნები ახლოვდება, რა თქმა უნდა, გაიზრდება დეზინფორმაცია, რომლის სამიზნეც ევროკავშირია“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მზადაა იმუშაოს ყველასთან იმისთვის, რომ ხელი შეუწყო საქართველოს მოქალაქეების უკეთ ინფორმირებას.
„ჩვენ გვსურს ვიმუშაოთ ყველასთან, რათა დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას, რათა საქართველოს მოსახლეობა იყოს კარგად ინფორმირებული ომის შესახებ, თუ რა არის ევროკავშირი რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება“, – აღნიშნა დიპლომატმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ