“როგორც ყოველთვის, შეუდარებელია” – ბაბი კირკიტაძის ახალი იმიჯი დიდ მოწონებას იმსახურებს – Marao

“როგორც ყოველთვის, შეუდარებელია” – ბაბი კირკიტაძის ახალი იმიჯი დიდ მოწონებას იმსახურებს – Marao
მომღერალი ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს. ის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხალხისთვის საყვარელი სახეა, ხშირად აქვეყნებს საკუთარი ყოველდღიურობის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს. თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ამჯერად ბაბიმ იმიჯი შეიცვალა და ახალ ფოტოებსგამომწერებს “ინსტაგრამზე” უზიარებს:
“წერდნენ „ზესტაფონელი დუა ლიპა“, „ამას თავი ვინ ჰგონია, ბიონსე“… გავნერვიულდი ამ კომენტარებზე და ცხარე ცრემლით ვტიროდი” – ბაბი კირკიტაძე
“რესტორანში რომ დავიწყე მუშაობა, ოჯახის წევრები მტკივნეულად აღიქვამდნენ, რადგან ჩემი შრომით უნდა გვეცხოვრა… ახლა სიყვარულით, ზრუნვით, ერთობით ვცხოვრობთ” – ბაბი კირკიტაძის რთული წარსული, სკანდალები და ოჯახი
ბიოგრაფია
ტელეეკრანებზე პირველად 19 წლის ასაკში გამოჩნდა. თავისი მუსიკალური მონაცემები “ღამის შოუს” ბენდში გამოავლინა, “პოსტ ტვ”-ის დილის გადაცემის წამყვანობით მისი პოპულარობა გაიზარდა, “იმედის” მეგა-შოუს “ცეკვავენ ვარსკვლავები” გამარჯვებული გახდა.
დედა – ინგა ოდიკაძე, შვილის ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული. ბაბის წარმატებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის:
24 წლის ვიყავი, როცა ბაბი გაჩნდა, ღამის პირველი ხდებოდა. ყველა დედამ იცის, რა ბედნიერებაა, როცა პირველად ხდები დედა, ამაზე არ ვისაუბრებ. როგორც კი დავხედე, ვიფიქრე, მარტო ჩემი კი არა, ასე მგონია, ყველას შვილი დაიბადა-მეთქი. სანამ საავადმყოფოში ვიყავით, ღამე რამდენჯერმე ვდგებოდი, რომ დამეხედა, ხომ სუნთქავს, რამე ხომ არ სჭირდება-მეთქი. მთელი პერსონალი ამბობდა, ძალიან კარგი, ყურადღებიანი დედა იქნებიო.