დანიამ დაასრულა “ჩრდილოეთის ნაკადის” აფეთქებების გამოძიება, მიზეზად ასახელებს “მიზანმიმართულ საბოტაჟს”

დანია აცხადებს, რომ დაასრულა გამოძიება აფეთქებებისა, რომლებიც 2022 წელს მოხდა გაზსადენებზე, “ჩრდილოეთის ნაკადი 1” და “ჩრდილოეთის ნაკადი 2”. მანამდე, მიმდინარე თვეში, შვედეთმა გამოაცხადა, რომ აფეთქებების გამოძიებას წყვეტს.
“შეფასების შედეგად არ იკვეთება აუცილებელი საფუძველი ამ სისხლისსამართლებრივი საქმის გამოძიების გასაგრძელებლად, – წერს დანიის პოლიცია განცხადებაში, თუმცა დასძენს, – გამოძიებაზე დაყრდნობით, უწყებებს შეუძლიათ დაასკვნან, რომ ეს იყო გაზსადენების განზრახ საბოტაჟი”.
დასავლეთის ოფიციალური პირები აფეთქებებში თავიდან რუსეთს ადანაშაულებდნენ, თავის მხრივ მოსკოვი დასავლეთს სდებდა ბრალს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – ვერ მომინელებია, რომ ხალხს ვეუბნებოდი: „ისეთი ტექნოლოგიაა, ვერ გაყალბდება არჩევნები“, რა ნამუსით მივიდე მეორე არჩევნებზე და ავუხსნა ადამიანებს, რომ მოგვატყუეს, ვერ დაგიცავით, მაგრამ მოდით, თავიდან ვცადოთ – რა შეიცვალა?