SpaceX-ის Starship-მა მეორე სატესტო ფრენა შეასრულა

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მრავალჯერადი გამოყენების უმძლავრესმა რაკეტა Starship-მა ორბიტისკენ მეორე სატესტო ფრენა შეასრულა.
აპარატი ტეხასში მდებარე SpaceX-ის კუთვნილი Starbase-ის ბაზიდან წარმატებით გაუშვეს. რაკეტა ხმელეთიდან თბილისის დროით 17:04 საათზე აფრინდა. Starship-ს რაკეტის მეორე საფეხური, Super Heavy თითქმის დაგეგმილის შესაბამისად, გაშვებიდან სამ წუთში გამოეყო, თუმცა მანევრის შესრულებიდან მალევე აფეთქდა. რაც შეეხება თავად Starship-ს, SpaceX-მა მასთან კონტაქტი აპარატის ორბიტამდე ასვლამდე დაკარგა. აღსანიშნავია, რომ მეორე ფრენისას Super Heavy-მ იმაზე ოდნავ მეტ ხანს გაძლო, ვიდრე სადებიუტო გაშვებისას.
ილონ მასკის კომპანია ფრენის დროს წარმოქმნილი ხარვეზების გაანალიზებასა და მომდევნო ტესტირებისთვის აპარატის დახვეწას შეეცდება.
SpaceX-მა Starship-ი მთვარესა და მარსზე ადამიანებისა და ტვირთის ტრანსპორტირებისთვის შექმნა. ის ორი ნაწილისგან შედგება და ორივე მათგანი მრავალჯერადი გამოყენებისაა. პირველ საფეხურს Super Heavy წარმოადგენს, მეორე საფეხურს კი თავად Starship-ი, რომლის სიგრძე 50 მეტრს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ NASA ილონ მასკის კომპანიის დახმარებით 2030-2040 წლებში მარსზე ადამიანის გაგზავნას და იქ სამეცნიერო კვლევების მრავალწლიანი კამპანიის დაწყებას გეგმავს.

ასევე ნახეთ:
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ „ჩცდ“-ს მსახიობს ხელი სთხოვა
ეს ორი გარეგანი სიმპტომი შესაძლოა სიკვდილის მიზეზი გახდეს – გარეგნობის რა ცვლილება არ უნდა გამოგვრჩეს
„მითხრა, თუ გენატრები, მოდი დილით ჩემთან სასაფლაოზე, ოღონდ მოსვლამდე ხმა არავის გასცე და მე იქ დაგხვდებიო…“ – შვილმკვდარი დედის დაუჯერებელი ამბავი