უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა ნავალნის სიკვდილის მიზეზად თრომბი დაასახელა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ მოუკლავთ. ბუდანოვი „მეტ-ნაკლებად დადასტურებული“ მონაცემების საფუძველზე ამბობს, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი თრომბია.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს, რომელიც 25 თებერვალს კიევში მონაწილეობდა ფორუმში „. 2024 წელი“, ჟურნალისტმა ჰკითხა, იციან თუ არა, როგორ მოკლეს ნავალნი.
„შეიძლება იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ რაც ვიცით ის არის, რომ რეალურად ის თრომბით დაიღუპა. ეს მეტ-ნაკლებად დადასტურებულია. ეს არ არის ინტერნეტიდან აღებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ბუნებრივია(სიკვდილი)“, – განაცხადა ბუდანოვმა.
ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელმა მარია პევჩიხმა სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი ტვიტერი) დაწერა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი „ტყუის“.
ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილიდან მალევე, „ინფორმირებულ წყაროებზე“ დაყრდნობით, გარდაცვალების მიზეზად თრომბი დაასახელა კრემლის მიერ კონტროლირებულმა ტელეკომპანია RT-მ.
· ს სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა, ექიმების მიერ მისი რეანიმირების მცდელობა კი უშედეგოდ დასრულდა. ოფიციალური სამედიცინო დასკვნით, გარდაცვალება გამოწვეული იყო „ბუნებრივი მიზეზებით”.
· ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, 47 წლის ალექსეი ნავალნი, თაღლითობის და ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებებით, 19-წლიან სასჯელს იხდიდა იამალის ოლქის კოლონიაში.
· ნავალნი თავს მიიჩნევდა პუტინის რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრად. მას ასეთად მიიჩნევდნენ უფლებადამცველები და დასავლეთის სახელმწიფოები.
· „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა და აეროპორტშივე დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!