ლევან ლორთქიფანიძე: ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მიიქციოს საერთაშორისო ასპარეზზე… ეს სიწყნარე და შეუმჩნევლობა …

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კავკასიური სახლის თავმჯდომარეს, პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, გასული კვირა მრავალი თვალსაზრისით იყო საინტერესო. როგორც ხელისუფლება ამტკიცებს, პრემიერი ირაკლი პირველი ვიზიტი ბრიუსელში, ევროკავშირისა და ნატოს შტაბ-ბინაში წარმატებული იყო.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც გვითხრა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა ძალიან წარმატებული იყო. თუმცა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისრის ჯოზეფ ბორელის საჯაროდ ნათქვამიც გვახსოვს – იმისათვის რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს საქართველოს ევროკომისიის 9 რეკომენდაცია აქვს შესასრულებელი და დემოკრატიულად ჩასატარებელი.
თბილისში დაბრუნებულმა პრემიერმა ევროპული ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ „საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ნატოსთან, როგორც ახლა“. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ვიზიტის ფარგლებში და ვიზიტის შემდეგაც პრემიერ კობახიძის რიტორიკა სულაც არ ჰგავდა იმ კობახიძის რიტორიკას, რომლითაც ის პარლამენტში საქმიანობისას ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩეოდა და ხშირად უფრო ევროსკეპტიკოსად გვევლინებოდა.
თქვენ როგორ შეაფასებდით პრემიერ ირაკლი კობახიძის პირველ ვიზიტს ბრიუსელში, ევროკავშირისა და ნატოს შტაბ-ბინაში?
– თავისი ერთ-ერთი უკანასკნელი პრეს-კონფერენციის დროს პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ ფაქტობრივად ტოლობის ნიშანი დასვა -სა და ჩინეთს, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ჩინეთთან შედარებით აშშ-სთან უფრო ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს, მაგრამ იქვე დასძინა, რომ მიმდინარე ეტაპზე სახალხო რესპუბლიკა უფრო მეტ კეთილგანწყობასა და პატივისცემას იჩენს საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
შეერთებული შტატებისა და თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული რეჟიმისთვის თითქმის თანაბარი მნიშვნელობის მინიჭების ფონზე, ცხადია, ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში გამგზავრებას.
თავისი პირველი საგარეო პოლიტიკური ვიზიტის ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში დაგეგმვით მ ხაზი გაუსვა იმას, რომ „ქართული ოცნებას“ ჯერ კიდევ არ უთქვამს უარი ნატოსთან და ევროკავშირთან ჩატეხილი ხიდების აღდგენის პოლიტიკაზე. ივანიშვილის გუნდი მეოთხე ვადით აპირებს ქვეყნის სადავეების ხელში ჩაგდებას და მას ლეგიტიმაცია არამხოლოდ ხალხისგან, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებისგანაც სჭირდება.
აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლების ლიდერები შეეცდებიან კიდევ უფრო მეტი კეთილგანწყობის მოპოვებას დასავლური პოლიტიკური ცენტრებისაგან.
ბატონი კობახიძე ახალი სტატუსით პირველად შეხვდა ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებს. ახალი ტიპის ურთიერთობების დაწყების წინ ყველა კულტურული და მაღალი კლასის პოლიტიკოსი ცდილობს თანამშრომლობაზე ორიენტირებული, მშვიდი, კეთილსაიმედო გარემოს შექმნას.
კოლეგის საქმეში გამოცდის გარეშე არავინ იწყებს მუშაობას კრიტიკით, კარგად ნაცნობი და ძველი პრობლემების განხილვით. ახალი კოლეგიალური ურთიერთობები შეხების საერთო წერტილების აღმოჩენით იღებს ხოლმე სტარტს. ალბათ, სიმბოლურმა განაცხადმა და აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობეს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტის პოზიტიური ხასიათი. არანაირი განსაკუთრებული შედეგი ამ შეხვედრებს ჩვენი ქვეყნისთვის არ მოუტანიათ.
ფრთხილად გამოვთქვამ იმედს, რომ ირაკლი კობახიძე დაწინაურების შემდეგ უარს იტყვის თავის აგრესიულ, დესტრუქციულ მოქმედებებსა და რიტორიკაზე, რადგან წესით პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან შედარებით უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობაზე და უფრო ნაკლები სივრცე, ნაკლები დრო აქვს პოლიტიკურ წარმოდგენებსა თუ კარნავალებში მონაწილეობისთვის.
ფრთხილად გამოვთქვამ იმედს, რომ ირაკლი კობახიძე დაწინაურების შემდეგ უარს იტყვის თავის აგრესიულ, დესტრუქციულ მოქმედებებსა და რიტორიკაზე.

– წარმოუდგენელიც კი იქნებოდა, ჩვენ, ჩვენი ხელისუფლების წარმატებული ევროპული ვიზიტის შედეგები არ გვახარებდეს. მით უმეტეს, თუ ისინი, როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თქვა, „ვიზიტი იყო ყველაზე ეფექტიანიპოზიტიური და შედეგის მომტანი“.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ევროსტრუქტურებსა და ნატოში წარმატებული იყო?

– წარმატება შედეგით იზომება. რა შედეგი მოგვიტანა ბატონი კობახიძის ვიზიტმა? უახლოეს მომავალში შეიძლება საქართველოს მოქალაქეებს ე.წ. „როუმინგის“ გადასახადი შეუმცირდეთ და ევროპაში მოგზაურობისას უფრო იაფი დაუჯდეთ სატელეფონო, ინტერნეტის მომსახურების შესყიდვა. მშვენიერი სიახლეა, ოღონდ მას დიდ პოლიტიკურ მიღწევად ვერ მოვიხსენიებთ.
გაცნობითი ვიზიტის კეთილგანწყობილ გარემოში ჩატარება ჩვეულებრივი ამბავია, რასაც უნდა მივესალმოთ და უნდა გვიხაროდეს, მაგრამ ვერც ამ გარემოებას მივიჩნევთ ბატონი კობახიძის უდიდეს მიღწევად.
უახლოეს მომავალში შეიძლება საქართველოს მოქალაქეებს ე.წ. „როუმინგის“ გადასახადი შეუმცირდეთ და ევროპაში მოგზაურობისას უფრო იაფი დაუჯდეთ სატელეფონო, ინტერნეტის მომსახურების შესყიდვა. მშვენიერი სიახლეა, ოღონდ მას დიდ პოლიტიკურ მიღწევად ვერ მოვიხსენიებთ…
ბოლო ორი ათწლეულია ვისმენთ: „ევროპის კარი ღიაა საქართველოსთვის“, „საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ნატოსთან, როგორც ახლა“. ამ ფრაზების ხელახლა გამეორებითაც ვერავინ გაგვაკვირვებს. ერთხელ „MAP-ზე უკეთესიც“ კი გვაქვს მიღებული.
მოკლედ, განსაკუთრებულ წარმატებაზე საუბარი მხოლოდ პროპაგანდისტული ხრიკია და მეტი არაფერი.
– გასული კვირა იმითაც იყო საინტერესო, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კოლეგების წინაშე პარლამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ კოლეგების წინაშე ანგარიშით წარსდგა.
ოპონენტების მტკიცებით, პარლამენტის სპიკერის ანგარიშის 2/3 ოპონენტების კრიტიკაზე იყო მიძღვნილი, ასევე იმის მტკიცებას, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დესტრუქციულ საქმიანობას ეწევიან. მან ასევე კრიტიკის ცეცხლში გაატარა პრეზიდენტი , რომელიც მიუნხენის კონფერენციაზე ცდილობდა ქვეყნის პროდასავლური კურსი წარმოეჩინა და ევროპელი პარტნიორებისთვის შეეხსენებინა, რომ ში ომის წარმოების მიუხედავად ევროპას საქართველოს მიმართ მეტი ყურადღება მართებთ.
გასაგებია, რომ საარჩევნო წელია, საარჩევნო კომპანიაში ჩართული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების საჯარო სივრცეში ნებისმიერი გამოჩენა ოპონენტების კრიტიკას ემსახურება, მაგრამ, თუ პაპუაშვილის განცხადებებს დავაკვირდებით, ამჯერად მან თავის თავსაც კი „აჯობა“.
უფროს სწორად, ოპონენტების ლანძღვაში თუ ვინმეს „აჯობა“, აჯობა ახლანდელ პრემიერ ირაკლი კობახიძეს. დარჩა შთაბეჭდილება, რომ პარლამენტში კობახიძის „ფუნქცია“ ახლა პარლამენტის თავმჯდომარემ შეითავსა.
თქვენ როგორ შეაფასებდით პარლამენტის თავმჯდომარის პარლამენტში ანგარიშის წარდგენას იმ განცხადებებს, რაც მან გააკეთა და რაზეც ხელისუფლების ოპონენტებს რეაქციები ჰქონდათ?
– სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი ანგარიშის წარდგენისას უარი თქვა აკადემიური და საქმიანი მიდგომების გამოყენებაზე, საკუთარი პასუხისმგებლობის პირნათლად შესრულებაზე.
საქართველოს პარლამენტს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება. პოლიტიკურ კლასსაც და საზოგადოებასაც ბატონი პაპუაშვილისგან აინტერესებდა, თუ როგორ ასრულებს ჩვენი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო თავის კანონშემოქმედებით ან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის ფუნქციას, რა მექანიზმებს იყენებს თავისი მისიის შესასრულებლად, რა იგეგმება აღნიშნული როლის გასაძლიერებლად.
ნაცვლად ამისა, ბატონი შალვას გამოსვლა რომელიღაც იაფფასიან თოქ-შოუში მიწვეული რიგითი სტუმრის წყევლა-კრულვას დაემსგავსა.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პარლამენტის თავმჯდომარეები მეტ-ნაკლებად კონსენსუსური ფიგურები არიან, ერიდებიან ღია და პირდაპირ კონფლიქტს ოპონენტებთან, მთელ ძალასა და ენერგიას პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის საზოგადოებრივი ავტორიტეტის მოხვეჭას ახარჯავენ.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პარლამენტის თავმჯდომარეები მეტ-ნაკლებად კონსენსუსური ფიგურები არიან, ერიდებიან ღია და პირდაპირ კონფლიქტს ოპონენტებთან, მთელ ძალასა და ენერგიას პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის საზოგადოებრივი ავტორიტეტის მოხვეჭას ახარჯავენ
მაგალითად, გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ქალბატონი ბერბელ ბასი ყოველდღიური პარტიული ბრძოლების ნაცვლად აქტიურად მუშაობს პარლამენტთან არსებულ სამოქალაქო საბჭოში, სადაც ამჟამად რიგითი მოქალაქეები, სპეციალისტები და ყველა ფრაქციის წარმომადგენლები ერთად მსჯელობენ კვების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე.
პარტიული ბრძოლებისთვის, ოპონენტების კრიტიკისთვის „ქართულ ოცნებას“ ცალკე ფრაქციის თავმჯდომარე ჰყავს, ცალკე უმრავლესობის ლიდერი. მოკრძალებით ვურჩევდი ბატონ შალვას, რომ უარი თქვას პარლამენტის თავმჯდომარისთვის შეუფერებელი ვალდებულებების შესრულებაზე.

– რადგან პარლამენტის საქმიანობას შევეხეთ, გვერდს ვერ აუვლით იმას, რაც ვიცით. მხედველობაში მაქვს ის, რომ პარლამენტმა მხარი ერთპარტიულად დაუჭირა ს დაკომპლექტების წესს. ასვე ვიცით, რომ მმართველმა გუნდმა უარი თქვა სასამართლო რეფორმაზე, იუსტიციის საბჭოს ახალი წესით დამტკიცებაზე.
მმართველმა გუნდა ცესკოს დაკომპლექტების წესის დადგენისა და სასამართლოს რეფორმირების საკითხებში არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იმ მოტივით, რომ ისინი მხოლოდ რეკომენდაციებია.
არადა, ეს ორივე საკითხი ევროკომისიის იმ 9 რეკომენდაციებშია, რაც წლის ბოლომდე ქვეყანამ უნდა შეასრულოს. ბრიუსელში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმატებული ვიზიტი კარგია, მაგრამ, ევროკავშირის რეკომენდაციების შეუსრულებლობა, რომ ამ პროცესში რომ არანაირად ეწერება, ფაქტია.
რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საგარეო პოლიტიკა ერთმანეთს აშკარად აცდენილია?
– ვფიქრობ, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საგარეო პოლიტიკა არ არის აცდენილი ერთმანეთისგან. პირიქით, ისინი ავსებენ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უარყოფის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის გარეშე არ მიღებულა.
მეტიც, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ორივე შემთხვევაში მმართველი გუნდის სტრატეგია პრემიერ-მინისტრის კარნახით განისაზღვრა. პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები მიღებულ გადაწყვეტილებას ერთნაირი არგუმენტებით ხსნიან. უბრალოდ, საგარეო პოლიტიკური ვიზიტების დროს დაწვრილებით არ განიხილება ხოლმე კანონმდებლობაში შეტანილი თითოეული ცვლილების შინაარსი.

შესაბამისად, ბრიუსელში ვიზიტად მყოფ მინისტრებს უფრო ნაკლები მსჯელობა უწევთ საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებებზე, ვიდრე თავად პარლამენტარებს.
მოდით, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილება. არცერთი მეტ-ნაკლებად ობიექტური დამკვირვებელი არ უარყოფს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – წინასაარჩევნოდ მმართველ გუნდს სურს რაც შეიძლება მეტი ინსტიტუციური ბერკეტი ჩაიგდოს ხელში.
ასეთ დროს გონიერი და თანმიმდევრული ოპოზიცია მთავრობას ხელს უნდა უშლიდეს ძალაუფლების კონცენტრაციის საქმეში. პარლამენტში წარმოდგენილ ფრაქციებს უნიკალური ბერკეტი ჰქონდათ ხელში, რადგან კოდექსში ცვლილებების შეტანამდე ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსენსუსის მიღწევა იყო აუცილებელი. კონსენსუსი გულისხმობს ორმხრივ კომპრომისებს და არა საბოტაჟს. სამწუხაროდ, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, როდესაც კონსენსუსის მიღწევაა აუცილებელი, ოპოზიცია საბოტაჟის გზას ირჩევს, რაც ხელ-ფეხს უხსნის კობახიძესა და მის გუნდს, რომლებიც უმალვე ჩიხურ მდგომარეობაზე იწყებენ საუბარს.
კონსენსუსი გულისხმობს ორმხრივ კომპრომისებს და არა საბოტაჟს. სამწუხაროდ, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, როდესაც კონსენსუსის მიღწევაა აუცილებელი, ოპოზიცია საბოტაჟის გზას ირჩევს, რაც ხელ-ფეხს უხსნის კობახიძესა და მის გუნდს, რომლებიც უმალვე ჩიხურ მდგომარეობაზე იწყებენ საუბარს
ქურდს ყველაზე მეტად ბნელი ღამე სჭირდება, ოპოზიცია კი ნამგალა მთვარესაც კი ჩრდილავს ღრუბლებით, რათა ბოროტმოქმედმა მეტი დაიტაცოს.
– გასული კვირა იმითაც დაგვამახსოვრდა, რომ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგის მთავარი თემა გახლდათ „ლელოს“ ლამის ყოველ დღე კრიტიკა. თუ მანამდე „ქართული ოცნების“ სამიზნე ექსპრემიერ გახარია და მისი პარტია იყო, ახლა ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი „ლელოზეა“ გადართული.
იმდენადაც კი, რომ რჩება შთაბეჭდილება „ქართულ ოცნებას“ „ნაცმოძრაობა“ უკვე დაავიწყდა. ან, „ნაცმოძრაობას“ სერიოზულ ოპონენტად არ განიხილავს. რატომაა ასე, ეს ცალკე საუბრის თემაა.
თქვენ რას დაუკავშირებდით მმართველი გუნდის მხრიდან „ლელოს“ მიზანში ამოყვანას და უმეტესად მასზე საუბარსა და მსჯელობას?
– ბოლო პერიოდში მმართველმა გუნდმა მიაღწია უმსხვილესი ოპოზიციური ძალის სრულ დისკრედიტაციას.
„ნაციონალური მოძრაობა“ მარტივ მამრავლებად არის დაშლილი, პარტიას ფორმალურად კარიკატურული ფიგურა უდგას სათავეში, რეალურად კი სააკაშვილის პირად ამბიციებსა და კეზერაშვილ-მერაბიშვილის ფინანსურ ძალაუფლებას შორის არის გახლეჩილი. მისგან საფრთხეს აღარავინ მოელის. ყველამ იცის, რომ დიდი ალბათობით „ნაცმოძრაობა“ ბარიერის გადალახვას მოახერხებს და კვლავ შეძლებს თავისი მარგინალური როლის შესრულებას მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში.
ამჟამად, „ოცნებას“ სხვა მიზანი აქვს. ივანიშვილის გუნდის მთავარი ამოცანაა, რომ „ნაცმოძრაობის“ გარდა ყველა ოპოზიციური პარტია 5%-იან ბარიერს მიღმა დატოვოს.
მოგეხსენებათ, 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. შესაბამისად, ბარიერს მიღმა დარჩენილი პოლიტიკური სუბიექტების წილი პარლამენტში აღმოჩენილ ძალებზე განაწილდება.

თუ პარლამენტში მხოლოდ „ქოცები“ და „ნაცები“ იქნებიან წარმოდგენილნი, მმართველმა პარტია უპრობლემოდ მოიპოვებს მყარ უმრავლესობას და შეიძლება კონსტიტუციის ცვლილების უფლებასაც გამოჰკრას ხელი.
სხვა მხრივ „ლელო“ სერიოზული პოლიტიკური ჯგუფის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. მდარე პოპულიზმი 1000 ლარიანი პენსიის თაობაზე, ცალკეულ ლიდერთა ყოველკვირეული ფიასკო მედიაში, არა მგონია, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიდეს რომელიმე პოლუსს.
– გასულ კვირას საინტერესო შეხვედრა გაიმართა მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელშიც ევროკავშირისა და ენ-დი-აის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
მედიის წარმომადგენლებმა მოითხოვეს ხელისუფლების წარმომადგენლების ოპოზიციის წარმომადგენლებთან დებატები არა მხოლოდ ევროპული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, არამედ რადგან საარჩევნო წელია საშინაო და საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა აქტუალურ თემებზე.
არადა, სწორედ იმიტომ რომ საარჩევნო წელია, საინტერესო იქმნებოდა ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის მაინც, სრულყოფილი პოლიტიკური დებატების მოსმენა, რაც ასე წაადგებოდა როგორც დეპოლარიზაციის პროცესს, ისე ქართულ დემოკრატიას.
მმართველი გუნდი მთელ ოპოზიციაზე ამბობს, რომ „ნაციონალებთან“ არიან შეკრულიო. მეტიც, ყველას ერთად „რადიკალურ ოპოზიციად“ მოიხსენიებს ხოლმე. თუმცა, არ ამბობს, ვინ შეიძლება იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია.
სავარაუდოდ, რატომ ამბობს მმართველი გუნდი ოპონენტებთან საჯარო დებატებზე? თუნდაც კონსტრუქციულ ოპოზიციასთან, რომელთა ვინაობა არც ჩვენ ვიცით, და არც ხელისუფლება ამბობს ისინი ვინ არიან?
– ცხადია, ხელისუფლებაში უსასრულოდ დარჩენის სურვილით შეკავშირებული ნებისმიერი ჯგუფისთვის ძალიან კომფორტულია მონოლოგის რეჟიმში ყოფნა. „ქართულ ოცნებასაც“ არ სურს ზედმეტი თავისტკივილი, ძალიან ძნელი იქნება ივანიშვილის გუნდს უარი ათქმევინო ამგვარ ფუფუნებაზე.
თუმცა, საზოგადოებრივი დისკუსიებისა და დებატების არარსებობას მხოლოდ მმართველ პარტიას ვერ დავაბრალებთ. სამწუხაროდ, ხშირად გვიწევს იმის გამეორება, რომ ჩვენი მედიის საშუალებები პროპაგანდის აგრესიულ მანქანებად არიან ქცეულნი.
ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს არცერთი ეროვნული მნიშვნელობის მაუწყებელი, რომელსაც ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალის მიზერული ნდობა მაინც აქვს.
მეტიც, ქვეყანაში პრაქტიკულად ვერ მოძებნით პოპულარულ ჟურნალისტს, რომელიც პარტიული აქტივისტის დამღით არ არის დანიშნული. აღარაფერს ვამბობ ჟურნალისტთა კორპუსის ძირითადი ნაწილის თვალშისაცემ არაპროფესიონალიზმსა და უწიგნურობაზე. შესაბამისად, ჩნდება კითხვა – სად? რომელ სატელევიზიო სივრცეში უნდა გაიმართოს ამგვარი დებატები?
საქართველო არის ქვეყანა, სადაც ერთი ავტორიტეტული ინსტიტუტიც კი აღარ არსებობს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ღია, პატიოსან დისკუსიას უმასპინძლებდა
მედიის პოლარიზაციის პირობებში დელიბერაციული, სადისკუსიო სივრცის ფუნქციას უნივერსიტეტები ითავსებენ ხოლმე. ევროპაში მთავარ კანდიდატები ხშირად დიდ საუნივერსიტეტო დარბაზებში უპირისპირდებიან ერთმანეთს.
სამწუხაროდ, საქართველოში საუნივერსიტეტო ცხოვრებაც უკიდურესად პოლარიზებულია. გვაქვს სასწავლებლები, რომელთაც უპრინციპო, საეჭვო ყოფაქცევისა და გამოცდილების „მეცნიერები“ უდგანან სათავეში ან უმაღლესი სკოლები, რომლებიც პირდაპირ მოიხსენიებიან ექს-პრეზიდენტის დედის სახელით.
მაშასადამე, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ერთი ავტორიტეტული ინსტიტუტიც კი აღარ არსებობს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ღია, პატიოსან დისკუსიას უმასპინძლებდა.
მიუხედავად ამისა, მამაცი და პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფალი შეიმუშავებდა დებატების მკაცრ წესებს და მათი გათვალისწინების პირობით ნებისმიერ თემაზე გამართულ დისკუსიაში მიიღებდა მონაწილეობას.
ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მიიქციოს საერთაშორისო ასპარეზზე… ეს სიწყნარე და შეუმჩნევლობა შეიძლება ივანიშვილის მრავალმილიონიანი კაპიტალის უპრობლემო მიმოქცევის წინაპირობაც გახდეს
– 24 თებერვალს უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების 2 წელი შესრულდა. ფაქტია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსების მიერ ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა მსოფლიო.
როგორც ჩანს, ამ ომთან დაკავშირებით ჩვენს ხელისუფლებაშიც მოხდა გარკვეული ცვლილებები. ამ თემაზე პრემიერ ირაკლი კობაიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ექსპრემიერ ს განცხადებებისგან, რომელმაც ომის დაწყების მეორე დღეს დაახლოებით ასეთი რამ თქვა – „ომი უკრაინაშია, ჩვენ ბევრი საქმე გვაქვსო“.
ამ თემაზე ირაკლი კობახიძე განაცხადა – საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით.
შალვა პაპუაშვილი კი თქვა – „უკრაინელი ხალხის თავდადება საკუთარი თავისუფლების დაცვისა და დამოუკიდებლობისთვის დიადი ბრძოლის მაგალითია – საქართველო მხარში უდგას უკრაინელ ხალხს ამ უთანასწორო ომში“.
ამ განცხადებების გამო ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებაში ხელისუფლებაში შესამჩნევი ცვლილებებია მომხდარი. მეტიც, ბევრი ვარაუდობს, რომ ამ განცხადებების მიზეზი შესაძლო იყოს ის, რომ ივანიშვილმა „გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებთან ურთიერთობები დაალაგა“ იმ პირობით, რომ რადგან საარჩევნო წელია, ჩვენი დასავლელი პარტნიორები საქართველოს საშინაო პოლიტიკაში მაინცადამაინც არ ჩაერევიან.
უკრაინასთან დაკავშირებით მომხდარ შესამჩნევ ცვლილებებზე თქვენი ვერსია როგორია?
– სიმართლე გითხრათ, ამგვარი ცვლილებების შემჩნევა მიჭირს. უბრალოდ, ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებით კობახიძე-პაპუაშვილის წვლილი ნაკლები სიხისტით გამოირჩევა. ისინი უფრო გონიერი და ნიჭიერი ადამიანებიც არიან და გაცილებით უფრო მკაფიოდ, კორექტულად შეუძლიათ იმავე აზრის ჩამოყალიბება.
საქართველოს ხელისუფლება ძველებურად მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, გამოხატავს სურვილს სისხლისღვრის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მზად არის საერთაშორისო რეზოლუციებისთვის ხმის მიცემით სოლიდარობა გამოუცხადოს უკრაინელ ხალხს, მმართველი პარტია კრიტიკულად არის განწყობილი უკრაინის მთავრობისა და საქართველოს ოპოზიციის ურთიერთსასარგებლო დამოკიდებულების მიმართ, უარს ამბობს სათვის დამატებითი, ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე.
მაშასადამე, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები უცვლელია.
თუმცა, ერთ საკითხში გეთანხმებით. ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მიიქციოს საერთაშორისო ასპარეზზე. შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან არც დასავლური ინსტიტუტების მწვავე კრიტიკას უნდა მოველოდეთ და არც ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გამწვავებას. ეს სიწყნარე და შეუმჩნევლობა შეიძლება ივანიშვილის მრავალმილიონიანი კაპიტალის უპრობლემო მიმოქცევის წინაპირობაც გახდეს.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ თავად უკრაინის პოლიტიკური კლასი მძიმე დღეშია. საუბედუროდ, სრულიად წარუმატებელი აღმოჩნდა უკრაინის არმიის კონტრშეტევა ფრონტის ხაზზე, გამოიკვეთა კონფლიქტი პრეზიდენტსა და სამხედრო ელიტის ნაწილს შორის, მკვეთრი დაპირისპირება მწიფდება ვიტალი კლიჩკოსა და ზელენსკის შორის, აშშ-ის კონგრესი აფერხებს სამხედრო და ფინანსური დახმარების მიწოდებას.
ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე პრობლემად შეიძლება იქცეს სამხედრო მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადება. პარალელურად, კი ჩრდილოეთ კორეის დახმარებითა და ჩინეთის ლოიალობის წყალობით პოზიციებს იმაგრებს ჩვენი რეგიონის ყველაზე ბრუტალური და სასტიკი იმპერიული სახელმწიფო.
უმძიმეს დროების გამო საქართველოს ხელისუფლებასთან კინკლაობის დრო და რესურსი არც თავად ზელენსკის ადმინისტრაციას რჩება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა