„ვაძლიერებთ ზეწოლას“ – ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

18 ნოემბერს მ დაამტკიცა სანქციების მორიგი სერია ს მხარდამჭერი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, – ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მ.
„ძალაში შევიდა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება სანქციების შესახებ, რომლებიც შეეხება 40-მდე რუსულ იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამინდელი სანქციები „მიმამართულია მათ წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობს ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინელი ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციაში, ასევე იმ პირებზე, რომლებიც სხვადასხვა გზით ეხმარებიან რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ“.
„ვაძლიერებთ ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა უნდა აგოს პასუხი იმისთვის, რაც ჩაიდინა. ჩვენ არ დავტოვებთ რაიმე კავშირს ამ ხალხსა და უკრაინას შორის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება სანქციების დაწესების შესახებ, რომელსაც 18 ნოემბერს მოაწერა ხელი ზელენსკი, 10 წლის ვადით შედის ძალაში.

ასევე დაგაინტერესებთ