უკრაინამ წინა წელს შეიარაღების წარმოება სამჯერ გაზარდა – კამიშინი

უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის ალექსანდრ კამიშინის თქმით, 2023 წელს მ შეიარაღების წარმოება სამჯერ გაზარდა და ამ დროისთვის ქვეყნის თავდაცვის სექტორში 500-მდე კომპანია მუშაობს.
კიევში ტელევიზიით გამართულ კონფერენციაზე კამიშინმა განაცხადა, რომ ს წინააღმდეგ უკრაინის ძალისხმევაში 100 სახელმწიფო და 400 კერძო კომპანიაა ჩართული. ხოლო მიმდინარე წელს, მისი თქმით, უკრაინა გეგმავს, “საბრძოლო მასალების წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდოს”.
ცალკე მიმართვაში, უკრაინის ციფრულმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული დრონების 90% უკრაინაშია დამზადებული.