„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორთან. ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორთან. ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი
ხობში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორთან. ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი. ინციდენტი მოხდა საარჩევნო უბანთან განთავსებულ მიკროავტობუსში, – აღნიშნულის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საზოგადოებას გვსურს გავაცნოთ მიმდინარე საარჩევნო დღის განმავლობაში გამოკვეთილ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც მიზანმიმართულად ისახავს საარჩევნო პროცესში ხელის შეშლას და მიმართულია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ. პირველ რიგში, გვინდა გამოვეხმაუროთ ხობში მომხდარ ინციდენტს. ხობის პირველ საარჩევნო უბანში მისული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიტალი ყორშია, რომელსაც შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორ ნათია გაბისონიასთან. ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი. ინციდენტი მოხდა საარჩევნო უბანთან განთავსებულ მიკროავტობუსში. მოხდა მყისიერი რეაგირება, 112-ში შევიდა შესაბამისი განცხადება და პოლიციამ უკვე განახორციელა საკითხის შესწავლა და საკითხის მსვლელობას მივადევნებთ თვალს“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მას შემდეგ, რაც ცვლილებები მოხდა აშშ-ში, თავად ამერიკელები აპირებენ იმ ტიპის კანონის მიღებას, რაც მივიღეთ საქართველოს პარლამენტში, საქმე ეხება ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას

პროკურატურა აცხადებს, რომ ყველაფერს ჩავეძიოთ, ოღონდ, გვჭირდება ამისათვის ადამიანების გამოკითხვა, რომლებიც ბრალდებას აყენებენ, მაგრამ ეს ადამიანები ან არ მიდიან პროკურატურაში, ან თუ მიდიან, ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე