სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ ევაკუაცია გამოცხადდა.
როგორც სავაჭრო ცენტრში მყოფი პირები აცხადებენ, მათ მოსთხოვეს შენობის ტერიტორია დაეტოვებინათ.
ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით მოხდა შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია.
როგორც „ინტერპრესნიუსი“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შენობაში სიგნალიზაცია ჩაირთო, რის გამოც სავაჭრო ცენტრში მყოფ პირებს შენობა დაატოვებინეს.