რუსეთის იერიშის შედეგად ქალაქ კონსტანტინოვკის რკინიგზის სადგური ჩამოინგრა

წუხელ ს არმიის მიერ ქალაქ კონსტანტინოვკის დაბომბვის შედეგად, რკინიგზის სადგურის შენობა ჩამოინგრა. დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. ჩამონგრეული და ალმოდებული სადგურის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
უკრაინელი ჟურნალისტებისა და ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებული ცნობით, რუსეთის იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა ქალაქში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესია, რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული და კომერციული შენობები. ერთი მსხვერპლი იტყობინება.

ვარაუდობენ, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ან საავიაციო დაბომბვა.
კონსტანტინოვკა შედარებით დიდი ქალაქია უკრაინის მიერ კონტროლირებად დონეცკის რეგიონის ტერიტორიაზე. წუხანდელი დაბომბვის ფონია, რუსეთის ჯარების მიერ წამოწყებილი შეტევითი ოპერაცია ჩასოვ იარზე, რომელიც კონსტანტინოვკის აღმოსავლეთით მდებარე ბოლო დიდი დასახლებაა. ფართომასშტაბიან ომამდე ქალაქ კონსტანტინოვკის რკინიგზის სადგურის ბოლო პუნქტს წარმოადგენდა დან დონბასისკენ მიმავალი მატარებლებისთვის.
რუსეთის სამხედრო უწყებას ქალაქ კონსტანტინოვკის დაბომბვის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით