თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე შეზღუდვა დაწესდა | გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტის თქმით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც.