აზერბაიჯანმა ხორბლის იმპორტი თითქმის 10%-ით შეამცირა

2023 წლის ბოლოს აზერბაიჯანმა 1,175 მლნ ტონა ხორბალი შეიტანა, რაც წინა წელთან შედარებით 9,1%-ით ნაკლებია. ამის შესახებ სააგენტო Interfax-Azerbaijan სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
ამასთან, ფულადი თვალსაზრისით, ამ პერიოდში უფრო საგრძნობლად შემცირდა მარცვლეულის შესყიდვის მოცულობა – 30,4%-ით, თითქმის 304 მლნ დოლარამდე. ამრიგად, 2023 წელს იმპორტის საშუალო ფასი 258,63 აშშ დოლარი იყო ტონა ზორბალზე რაც შესამჩნევად ჩამოუვარდება. წინა წლის ღირებულებას (337,6 დოლარი ტონაზე).
ასევე ცნობილია, რომ მცენარეული ზეთების შესყიდვები გასულ წელს, წლიურთან შედარებით, რაოდენობრივად 15%-ით (121,8 ათას ტონამდე) და 40,8%-ით ფულადი თვალსაზრისით (141,3 მლნ აშშ დოლარამდე) შემცირდა.
agrokavkaz.ge