“საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ” – პრეზიდენტი

რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს , – ამგვარად ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საბჭოთა ოკუპაციის დღეს.
პრეზიდენტის აცხადებს, რომ საქართველო თავისუფალი და მტკიცეა და ვერავინ გადაიყვანს გზიდან.
„25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. მომავლის შესანარჩუნებლად წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელია.
დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარჯვა!
რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს.
საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს იმ გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია”, – წერს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა