“ნაპოლის” ნაადრევი მატჩი – როცა კვარაცხელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა…

ფეხბურთელები და გულშემატკივრები ისევ “ნაპოლისა” და “ბარსელონას” მატჩის ემოციების ქვეშ არიან; ს მოედნიდან ნაადრევად გასვლასა და მის რეაქციაზე დიდი მსჯელობა არ წყდება. სავარაუდოა, რომ მწვრთნელი კალცონა “კვარას” ინდივიდუალურად გაესაუბრებოდა, მათ გასაცნობად დრო თითქმის არ ჰქონიათ. “ნაპოლიმ” საშინაო ასპარეზზე ოთხეულისთვის ბრძოლა უნდა გააგრძელოს და 26-ე ტურში (სულ 38 ტარდება) სერია “ბ”-დან კიდევ ერთ აღზევებულ გუნდს, “კალიარის” ესტუმრება – დღეს, 25 თებერვალს, 18:00 საათზე.
ბოლო შეხვედრაში, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი დაბრუნდა, თუმცა ამჯერად განსაკუთრებული ურთიერთქმედება ვერ დავინახეთ. ახლად დანიშნული მწვრთნელის
ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ მისი მიღწევა უნდა იყოს. პირველი წრის მატჩში (16 დეკემბერს) ნეაპოლელებმა ხვიჩას გოლით (2:1) გაიმარჯვეს, რაშიც ნიგერიელის წვლილი დიდი იყო. გთავაზობთ ამონარიდს, რომელიც მაშინდელი შეხვედრის შემდეგ გამოვაქვეყნეთ – “გუნდმა გასული სეზონის საუკეთესო პერიოდის ფრაგმენტები შემოგვთავაზა, როცა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის წყვილი შეუჩერებელი, ერთმანეთთან განსაკუთრებული ენერგიით შეკავშირებული და დამანგრევლად შედეგიანი იყო. ეს უკვე ოპტიმიზმის საბაბს იძლევა. საკმაოდ დიდი ხანია, ცენტრფორვარდისგან ისეთი სილამაზე, ესთეტიკურობა, ფიზიკური მონაცემებისა და ნატიფი ტექნიკურობის შეთავსება არ გვინახავს, როგორც ეს ოსიმენმა გააკეთა… კვარაცხელიას ის მოლოდინი, როცა ძელიდან ასხლეტილი ბურთის ბადეში გახვევას ელოდა, ამაღელვებელი იყო. წამი, რომელშიც ბევრმა რამ გაიელვა – კიდევ ერთი წარუმატებლობა მისთვის არაფრით შეიძლებოდა, ის ასე ფიქრობდა…”
კვარაცხელიამ “კალიარის” პირველ წრეში გამარჯვების გოლი გაუტანა
ლეგენდარული კლაუდიო რანიერის გუნდი გასავარდნ ზონაშია. წინა ტურში “კალიარის” “უდინეზესთან” ქულა “ნაპოლიდან” სეზონის ბოლომდე აყვანილმა ჯანლუკა გაეტანომ მოუპოვა. ზემოხსენებულ პირველ დაპირისპირებაში გაეტანო ნეაპოლელთა რიგებში თამაშობდა, თუმცა თავს ვერაფრით გვამახსოვრებდა.
თუკი მაცარი კვარაცხელიას ფლანგიდან ცენტრში გადაწევაზე ჩამოყალიბდა, თუკი ლინდსტრომი მარცხნივ თავს მშვენივრად გრძნობდა, კალცონა მსგავს თემებზე რამდენად იფიქრებს, ჯერ არავინ იცის. ისე ჩანს, ნახევარდაცვაში ტრაორემ მაქსიმალურად ბევრი დრო უნდა მიიღოს; როტაციის პრინციპით (თუკი მწვრთნელი ამაზე ფიქრობს), მარცხენა მცველის პოზიციაზე ახლა რუის ველით, ცენტრში კი ჟესუსი ნათანმა უნდა ჩაანაცვლოს. დისკვალიფიცირებულ კაპიტან დი ლორენცოს მაცოკი შეცვლის.
ნეაპოლელებს კალიარელებთან თითქმის არასდროს უჭირთ. რაც შეეხება ხვიჩას, მან “ვერონას” ორივე მატჩში გაუტანა და იმედია, ამას “კალიარისთანაც” შეძლებს.
შეხვედრას 39 წლის ლუკა პაირეტო განსჯის. ბოლო დროს ნეაპოლელთა მატჩებზე ისეთ არბიტრებს ამწესებენ, მათ დაპირისპირებებში ნაკლებად რომ გვინახავს. აქვე გეტყვით, რომ “ბარსელონასთან” საპასუსო დუელამდე “ნაპოლი” კიდევ 3 გუნდს შეხვდება, მათ შორის კი, ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლებს.
ხვიჩა, შენ ფიქრობ, რომ ეხლა მარტო ხარ? და ნაპოლის გუნდში ბევრს შენი არ ესმით?
ნაწილობრივ, რაღაც გაგებით შეიძლება ეს ასეც იყოს, მაგრამ შენ მორწმუნე ხარ და ყველა მორწმუნე ძლიერია! მე სულიერ სიძლიერეზე მაქვს საუბარი (არ ვიცი ვინ როგორ მიიღებს ამ სიტყვებს!)
დარწმუნებული ვარ შენ არ შეგეშლება და აუღელვებლად, ემოციების გარეშე სწორად შეაფასებ შენს ირგვლივ ყოველგვარ სიტუაციას, რაც შემდეგში, ხო შემდეგში ყველა გაგებით ძლიერს გაგხდის!
წარმატებები ხვიჩას! და ეს ასეც იქნება…
მგონი ამ ავტორის ქვეშ ეგ ყველაზე ნაკლებად უნდა დაიწეროს, რადგან პრევიუ თუ ანალიზო საჭიროა, თანაც კომპეტენტური. ზოგადად, გეთანხმებით, მაგრამ ეგეც ჩვენი, მკითხველების ბრალია, მხოლოდ ხვიჩას სტატიებს ვხსნით და ვეცნობით