სომხეთის პატრიარქი კონსტიტუციაში ცვლილებებს ეწინააღმდეება

სომხეთის სამოციქულო ეკლესია და მისი წინამძღვალი, პატრიარქი გარეგინ II ეწინააღმდეგებიან სომხეთის კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს.
სომხეთის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ, საეკლესიო კრებამ, რომელსაც გარეგინ II ხელმძღვანელობს, 24 თებერვალს დახურული განხილვის შემდეგ გამოაცხადა, რომ „ახალი კონსტიტუციის მიღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს საგარეო ზეწოლის შედეგია, უკიდურესად შემაშფოთებელია“.
სომხეთში სახელმწიფო ჰიმნის, გერბისა და კონსტიტუციის შეცვლას განიხილავენ.
შესაძლოა, გერბიდან არარატის მთა გაქრეს, ჰიმნი შეიცვალოს, კონსტიტუციას კი ჩამოსცილდეს პრეამბულა, რომელიც მთიან ყარაბაღს უკავშირდება.
ამ იდეის უკან ოპოზიცია აზერბაიჯანისა და თურქეთის „ზეწოლას“ ხედავს, თუმცა ხელისუფლება ამას უარყოფს და ამბობს, რომ სომხეთს ახალი კონსტიტუცია სჭირდება, რომელიც უკეთ მოერგება „ახალ გეოპოლიტიკურ და რეგიონულ გარემოებებს“.
სომხური სამოციქულო ეკლესია არაერთ საკითხში ეწინააღმდეგება ს მთავრობას, რომელიც ბოლო პერიოდში მოსკოვისგან დისტანცირებას ცდილობს და საგარეო პოლიტიკის „დივერსიფიკაციის“ საჭიროებაზე საუბრობს.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს