ბრიტანეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა გაავრცელეს ინფორმაცია 2022 წელს ლონდონის ერთ-ერთ აეროპორტთან მომხდარი ინციდენტის შესახებ. ამის შესახებ Metro იუწყება.
ესექსის ოლქის პოლიციის ცნობით, ლონდონის სტანსტედის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, Ryanair-ის პილოტმა 1,2 კილომეტრის სიმაღლეზე ამოუცნობი შავი ობიექტი შენიშნა. თვითმფრინავი მისგან 20 მეტრის მანძილზე იყო და ის საათში 370 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა.
პოლიცია თავიდან ვარაუდობდა, რომ ეს შეიძლება უპილოტო საფრენი აპარატი ყოფილიყო. „მაგრამ დრონის თვალთვალის მოწყობილობამ ის ვერ აღმოაჩინა”, – ნათქვამია მოხსენებაში.
დოკუმენტები გამოქვეყნდა ბრიტანეთის ინფორმაციის თავისუფლების აქტის მიხედვით, რომელიც სამთავრობო უწყებებს ავალდებულებს, გახსნან მათ ხელთ არსებული დოკუმენტები საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით და ხალხის მოთხოვნით.
2022 წელს კიდევ ერთი ამოუცნობი ობიექტი დაფიქსირდა სტენსტედის აეროპორტის მიდამოებში.
ასევე ნახეთ:
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ „ჩცდ“-ს მსახიობს ხელი სთხოვა
„მითხრა, თუ გენატრები, მოდი დილით ჩემთან სასაფლაოზე, ოღონდ მოსვლამდე ხმა არავის გასცე და მე იქ დაგხვდებიო…“ – შვილმკვდარი დედის დაუჯერებელი ამბავი