საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღევანდელი დღე მძიმე და ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
„103 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან. დღეს კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ბრძოლა ქვეყნის ერთიანობისთვის გრძელდება” , – განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა.
აჭარის მთავრობის ცნობით, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. ბათუმში, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში იმყოფებოდნენ, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ