თავდაცვის მინისტრი – უმძიმესი დღეებია საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ და სამყარომ დაინახა, რაოდენ დიდი იყო სახელმწიფოს მცველების სიმამაცე და პატრიოტიზმი

უმძიმესი დღეებია საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად, ამ დღეებში მთელმა მსოფლიომ, მთელმა სამყარომ დაინახა, თუ რაოდენ დიდი იყო საქართველოს სახელმწიფოს მცველების სიმამაცე და პატრიოტიზმი , – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აღნიშნა, რომ „მათი საქციელი და თავდადება საუკუნეები იცოცხლებს“.
„საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ყოველთვის გავიხსენებთ მათ, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოს და როგორც სიმბოლოს უდიდესი პატრიოტიზმის გრძნობის მატარებელი ადამიანებისადმი. დიდი მადლობა მათ, დიდება გმირებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, 2024 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 103 წელი გავიდა. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)